ქართული ხალხური მუსიკა

2001 წელს ქართული მრავალხმიანობა UNESCO-ს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, ხოლო 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციაზე საქართველოს მიერთების შემდეგ, ქართული მრავალხმიანობა შეტანილ იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.

1977 წლს 20 აგვისტოს „ნასამმზის სისტემის მიღმა მდებარე სივრცის შესწავლის მიზნით განხორციელებული სამეცნიერო პროგრამის „ვოიაჯერის“ ფარგლებში კოსმოსში გაუშვა ორი იდენტური ოქროს ფირფიტა, რომელზეც კაცობრიობის მიერ შექმნილ სხვა მუსიკალურ შედევრებთან ერთად  ქართული ხალხური პოლიფონიის შედევრი - „ჩაკრულო“ იყო ჩაწერილი.

ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენ წინაპართა ყოფასთან. მასში ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება ირეკლება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა, მაგალითად, მინდორში მუშაობას (ნადური, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ ძალისხმევასა და მუსიკის ჟღერადობას), სიმღერები, რომლებიც უკავშირდებოდა დაავადებისაგან განკურნებას, საშობაო საგალობლები, როგორიცაა „ალილო“. ზოგი ქართული ხალხური სიმღერა ვაზის კულტს უკავშირდება და უმეტესობა VIII საუკუნით თარიღდება. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.   

უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდა. მრავალხმიანობა ანუ პოლიფონიურობა კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებული, განსხვავებული და მრავალფეროვანია. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.

ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის ჩვენ წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ქართულ ფოლკლორში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.

აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.

საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“, „იავნანასდა კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლოსაქართველომსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.

არსებობს ხალხური მუსიკის სხვადასხვა ხმები: გამყინავი, მოძახილი, ბანი და სხვ.

გამყივანი გუნდის მომღერალ მამაკაცთა მაღალი, მჭახე, განსაკუთრებული ტემბრის ძლიერი ხმაა გურულ და აჭარულ სიმღერებში. ხშირად ის გაიგივებულია წვრილთან, ზოგჯერ უახლოვდება კრიმანჭულს. იყენებენ სიმღერების გარკვეულ ჯგუფში („ნადური“, „ჰადილა“, „კალოს ხელხვავი“ და სხვ.). გამყივანის სასიმღერო ტექსტი შინაარსმოკლებული სიტყვებისაგან (რიმტირი, ტირირიმ, ვარირა, ჰოვდილა და ა.შ.), ზოგჯერ კი ცალკეული მარცვლებისაგან (რი, რა, რუ, დილ, ია, უა და ა.შ.) შედგება.

მოძახილი ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის ერთ-ერთი ზემო ხმაა, რომელიც მთქმელს მოსძახის. მოძახილი შეიძლება იყოს როგორც მეორე, ასევე პირველი ხმაც (იმის მიხედვით, თუ რომელია მთქმელი).

ბანი თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი იყო. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით, „ბანიხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს“. ამჟამად ბანი ეწოდება: 1. მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას; 2. აკორდის ქვედა ბგერას; 3. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.

ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.

საქართველოში არსებობს მრავალხმიანობის სამი ტიპი: კომპლექსური (რთული) პოლიფონია, რომელიც სვანეთშია გავრცელებული; პოლიფონიური დიალოგი ბანის ფონზე, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში; და კონტრასტული პოლიფონია, სამი ნაწილისაგან შემდგარი ნაწილობრივ იმპროვიზირებული სიმღერა, დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსთვის. „ჩაკრულო“, რომელსაც მღერიან ცერემონიებსა და ფესტივალებზე მიეკუთვნება პირველ კატეგორიას, ხასიათდება მეტაფორებით და იოდილით, „კრიმანჭული“ სრულდება ფალცეტოთი და მხოლოდ მამაკაცების მიერ.

ქართული ხალხური საკრავები                             

ქართული ხალხური საკრავები უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც წესი, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ ძვ. წ. XV ს. მიეკუთვნება. ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე მეტი დასახელებაა შემონახული.

ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი წარმოდგენილია სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყმელი ჯგუფებით.

სიმებიანი საკრავები იყოფა: 1) ჩამოსაკრავ 2) მოსაზიდ და 3) ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. პირველ ქვეჯგუფს განეკუთვნება ფანდური და ჩონგური, მეორეს - ჩანგი, მესამეს - ჭუნირი და ჭიანური.

ჩასაბერი ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემი და სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, გუდასტვირი და ჭიბონი.

დასარტყმელ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი და დაირა.

ქართული ხალხური ცეკვები

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. . II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაებისდალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხულიდა სხვ. დროთა განმავლობაში აქტუალური გახდახორუმი“.

ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. . VI .) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.

მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებშიმელია-ტელეფია“, „ფერხულ-ოსხეპუე“, „ორსართულიანი ფერხული“ („ზემყრელო“, „აბარბარე“, „მირმიქელადა სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადიბერიკაობა“, „მფერხაობის დღედა სხვ. ბუნების ძალებისა და მათთან დაკავშირებულ შრომით პროცესებს ეძღვნება.

მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობასახიობა“, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, . . ქალ-ვაჟიანით.

წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, „განდაგანა“, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადურიდა სხვა. ეს ცეკვები თავისებურიაღმოჩენაიყო ქართულ ქორეოგრაფიაში.




ბანერი

საქართველო და კავკასიონი, დოკუმენტური ფილმი

13 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს შესახებ

აბანოს უღელტეხილი, საქართველო - კავკასიის უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი (2,950 მეტრი)



ASM © 2016