ჰეგელი: "მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას… აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია."

ედგარ მილო (შვეიცარიელი მოღვაწე): "კაცობრიობა ვერ განთავისუფლდება, თუ საქართველო არ განთავისუფლდა."

ალბერტ მალში (შვეიცარიელი მოღვაწე): "ქართველი ერი, რიცხვით მცირე, ცივილიზაციით და სულით ძლიერია."

ტონინო გუერა: “თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი.”

გუნთერ ბროკი (გერმანელი ჟურალისტი): “თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს, მე ვიტყოდი, რომ ეს ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრძნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია.”

ჰანს შერფიგი (დანიელი მწერალი): “საქართველო-ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა.”

ჰუგო ჰუპერტი: "თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე"

მარკო პოლო: “ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ბარს შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი აღება და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი)... საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავდედამიწაზე არსად არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც… აქ ბევრის მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა.”

ალექსანდრე დიუმა: “ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ, ზეცა იერიშით აიღონ.”

ოლივერ უორდროპი: "საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა არის ქართველების ღირსება! ქართველი მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი, ეს ხალხი მართლა საყვარელი რამ ხალხია… ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი, დაღვრემილება, მელანქოლია და მიზანთროპია, იმაზე უკეთეს წამალს ვერ იშოვნის, რომ წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელ-გაშლილ, პატიოსან და გულუბრყვილო ხალხს შორის!... როდესაც სტუმართმოყვარეობას ვამბობ, ამ სიტყვას ისე კი არ ვხმარობ, როგორც საზოგადოდ არის მიღებული. ქართველი კაცი ისე თავაზიანად და ისეთი სიყვარულით ეკიდება თავის სტუმარს, რომ ევროპელთ არც კი დაგვესიზმრება."

მარჯორი უორდროპი: "ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას. საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა."

ფრიდრიხ ბოდენშტედტი: “ქართველები-კოლხები, კახელები, იმერლები, გურულნი, მეგრელნი, სვანები და სხვანი ერთ მშობლიურ ენაზე-ქართულად მეტყველებენ დასაბამიდან და ეს იყო მათი ენა აყვავების ხანაშიც, როცა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, თერგიდან არაქსამდე მეფობდნენ.

ჟან შარდენი: “ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”

სტრაბონი: “არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.”

ვინკელმანი: “ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან, სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.”

იმანუელ კანტი: “საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.”

უილიამ ბუში: "სვეტიცხოველი ვნახე... იცით, როგორი მადლიანი ქვეყანა გაქვთ? სიძველის, მადლის და დიდი წარსულის სუნს მაშინვე შეიგრძნობ. უცხოელისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ეს ძალზე თვალშისაცემია. მიკვირს, რატომ გინდათ ამერიკელებს ან სხვებს დაემსგავსოთ..."

ჰაინრიჰ ბიოლი: "მე თვალში მომხვდა, -განგვიმარტა მწერალმა - ქართველების ბუნებასთან სიახლოვე, ბუნებრიობა, ადამიანური შემოქმედებითი საწყისის შენარჩუნება. ქართველების ცხოვრებას აქვს მკვეთრი ინდივიდუალობა, განუმეორებლობა, მას ნაკლებად, ვიდრე ევროპული ერების ცხოვრებას, ემუქრება უნიფიკაციისა და სტანდარტიზაციის მსახვრალი ხელი, ქართველების ცხოვრება ნაკლებადაა ,,პროგრამირებული’’, ეს ბედნიერებაა!“

რაფაელ ანტონიო გალუეს გარსია (პერუელი კინოდოკუმენტალისტი): "აქ ვივიწყებ ყველაფერს, რაც ოდესმე არ მომწონდა, მტკიოდა. ასე მგონია, სამყაროც კი არ არსებობდა საქართველოში ჩამოსვლამდე. დავდივარ ზოგჯერ მარტო, წვერმოშვებული, მოხეტიალე მოგზაურივით ჩაცმული, არ მაწუხებს ჩემი გარეგნული იერი, რადგან ამერიკისგან განსხვავებით, აქ უმეტესად ისეთ ხალხს ვხვდები, ვისაც ჩემი ჩაცმულობა და იერი კი არა, ღვინოსავით და თაფლივით ტკბილი და ნატურალური სიყვარული აინტერესებს... ერთს ხელს აუწევ, უცხო აქცენტით ეტყვი გამარჯობას, ჯერ ფარული ეჭვით შეგათვალიერებენ და თუ სამტროს ვერაფერს შეგამჩნევენ, თან გადაგყვებიან. თუმცა, აქაურ ახალგაზრდებსაც უცხოური ცხოვრება უფრო ხიბლავთ, მაგრამ მერწმუნეთ, იქ, თქვენგან შორს, შინაარსი აღარაფერში დევს, ყველაფერი ზედაპირულად ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ აქაც არის შემოსული დასავლური კულტურა, ცხოვრების ამერიკული სტილი, საბედნიეროდ, ბევრს ჯერ კიდევ არ ავიწყდება, ვინ არიან, საიდან მოდიან, რისი პატრონები არიან... იმათ კი, ვინც ახლაღა გაიტაცა უცხოურმა ყოფამ, ვურჩევ შეინარჩუნიოს ის უდიდესი განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ. აქაური მიწა თქვენი უძველესი მიწაა, აქაური ბებერი ხეების ჩრდილში თქვენი წინაპრები ისვენებდნენ; ეს ენა, ეს სიმღერა, ცეკვა, ფრესკები თქვენია, ამერიკაში კი ამ ყველაფერს იგონებენ. ერს ხელოვნურად ქმნიან, ანუ იქით მიდიან, რაც, თქვენ ათასწლეულების მანძილზე შექმენით."

ალექსანდრე დიუმა: "ქართველ ხალხს ისევე უყვარს გაჩუქება, როგორ სხვა ხალხებს საჩუქრების მიღება."

გუსტავ კირკი (გერმანელი მეცნიერი-ბუნებისმეტყველი): "პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის დონის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი."

გილერმო დიას პლაია (ესპანელი მეცნიერიაკადემიკოსი): "ქართველები გულწრფელი, ენაწყლიანი, ლაღი და ტემპერამენტიანი ხალხია… ნამდვილი შემოქმედებითი ასპარეზია ქართული სუფრა… საქართველო მზიური, მრავალფეროვანი ქვეყანაა."

ნიკო მარი: "ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა."

პ. კ. უსლარი (რუსი ენათმეცნიერი): "ქართული ანბანი უკლებლივ აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც საერთოდ ანბანს მოეთხოვება. იგი არის ყველაზე სრულყოფილი ანბანი ანბანთა შორის. ყოველი ბგერა გამოიხატება ცალკეული ნიშნით, ყოველი ნიშანი მუდამ ერთი და იმავე ბგერის გამომხატველია."

არტურ ლაისტი: "ღმერთს დაუბერტყია უხვი კალთა ამ ქვეყანაში!"

ჰანს კასპარი: "იმ დიდი ისტორიული უკუღმართობის ჟამს თავისუფლების მოყვარე ქართველმა ხალხმა ბედის ჯიბრზე კიდევ უფრო განავითარა და აამაღლა გაძლების ხელოვნება."

კვინტ ჰორაციუს ფლაკუსი: "სტოელების და სოკრატელების ძლივს შეძენილი წიგნები გაგიყიდია, რათა შეგეძინა იბერიული პერანგი! მოგებული ხარ…"

იგორ ბონდარევი: "რა არის ჩემთვის ქართული ენა?… ქართული ენა ისევე ბუნებრივად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც დედის სახე, როგორც ქართული ცა… ჯადოსნური გასაღებით გაიხსნა ჩემი სული, გადამეშალა დიდი ისტორიული წარსული და დიდი მომავალი. ესაა გასაღები, რომელიც გზას მიხსნის ამაყი და ვაჟკაცური, კეთილი და დიდებული ადამიანებისაკენ… ჩემს წინ ისტორიის ფოლიანტები ამეტყველდებიან, ჟღერს ქართული მუსიკა, ლექსი, საგანთა ფილოსოფიური ხედვა და სიბრძნე ერისა, ქვაში ამეტყველებული ჰარმონია, ჩუქურთმა… რომელ კონტინენტზეც არ უნდა ვიყო, თან დამყვება ქართული ენის, მუსიკის, ლექსის სიტკბო და სინატიფე…"

ალექსანდრე პუშკინი:

"არა ლამაზო, ნუ გამაგონებ

ქართულ სიმღერას ესოდენ მწარეს:

ამ ნაღვლიანის ჰანგით მაგონებ

სხვა ცხოვრებას და შორეულ მხარეს."

კ. ბალმონტი: "სიყვარულის გრძნობაა, რითაც იზომება სიდიადე ერისა. რაც უფრო დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც ერმა ჩადო თავის მგოსნის სულში, მით უმეტეს კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებულია ხალხი. ქართველნი ცოტანი არიან, მაგრამ რუსთაველის მოცემით შეიქნენ დიდებულ ერად."

ევგენი ევტუშენკო:

"…ვიცი, რუსად რომ არ ვშობილიყავ,

ქართველ კაცობას ვარჩევდი ქვეყნად!..“

ოვანეს თუმანიანი"ყოველი ქართველი პოეტია, ხოლო ქართველი პოეტი – ორმაგ პოეტი."

რენე ჟანენი: "აღმოსავლეთის ეკლესიებში საქართველოს ეკლესია უსათუოდ ერთი უწარჩინებულესთაგანია არა მარტო იმ სიწმინდეებითა და მეცნიერებით, რომლებიც მან წარმოშვა და სასულიერო ხელოვნების ნამოქმედარია, რომლის ზოგიერთმა ძვირფასმა ნიმუშმა ჩვენამდე მოაღწია, არამედ თავისი ბრწყინვალებითა და ზეგავლენით, მრავალ უცხო ქვეყნებში რომ მოიპოვა და აგრეთვე მუდმივი ბრძოლით, ყოველთვის რომ აწარმოებდა თავის შვილთა სარწმუნოების დასაცავად. მისი ეს ბრწყინვალე სხივოსნობა თვალსაჩინო შეიქნა განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის საზღვრებში, უფრო მეტად კი მთაწმინდასა და პალესტინაში. საშუალო საუკუნეთა რამდენიმე ასი წლის განმავლობაში მას სახელი გაუთქვა მისმა სამხედრო ძლიერებამ, საზღვარგარეთ გაფანტულ ასობით ბერ-მონაზონთა სათნოებამ, სასულიერო-საქველმოქმედო დაწესებულებებმა და მისი მწერლების სამწიგნობრო და სასულიერო ღვაწლმა… ინებოს ღმერთმა და წარსული დიდების ხსოვნამ შთააგონოს ქართველებს, რათა დაიბრუნონ ის საპატიო ადგილი, რამელიც მათ უნდა ეკუთვნოდეს იესო ქრისტეს მიერ დამყარებულ ერთადერთ მსოფლიო ეკლესიის წიაღში“.







 




ბანერი

საქართველო და კავკასიონი, დოკუმენტური ფილმი

13 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს შესახებ

აბანოს უღელტეხილი, საქართველო - კავკასიის უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი (2,950 მეტრი)



ASM © 2016