ჩვენი კომპანია IGS Travel to Georgia შეიქმნა სულისკვეთებით - გააცნოს მსოფლიოს საქართველო, მისი წარსული და აწმყო, მისი ღვაწლი და დამსახურება კაცობრიობის ისტორიაში, მისი სულიერი და ინტელექტუალური წვლილი ჩვენს სწრაფად განვითარებად საუკუნეში.

ჩვენი კომპანიის მისიაა საქართველოს, ჩვენი ულამაზესი და უძველესი ქვეყნის, მსოფლიოსთვის გაცნობა საინტერესო, მრავალფეროვანი თემატური ტურების ორგანიზებისა და მათი განხორცილების გზით.

ჩვენი მიზნებია:

  • განვავითაროთ კულტურულ-ისტორიული, ღვინის, გასართობ-სათავგადასავლო და ტურიზმის სხვა სახეობები საქართველოში
  • განვავითაროთ შემეცნებით-ინტელექტუალური ტურიზმი საქართველოში, როგორც სიახლე ამ სფეროში
  • გავაცნოთ უცხოელ ტურისტებს, ჩვენს ახალგაზრდა თაობას და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საქართველოს დაფარული სულიერი საგანძური
  • ვაზიაროთ ჩვენი სტუმრები ათასწლეულების მანძილზე დაგროვილ სიბრძნეს, კულტურას და ისტორიას, ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ბუნებას
  • ჩვენ მიერ ორგანიზებული ტურებით გავაცნოთ მათ საქართველოს უნიკალური ეთნოლოგია, ეთნოგრაფიულ-მითოლოგიური მსოფლმხედველობა, განსხვავებული ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური სიღრმე, რათა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღვსილნი კვლავ ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას.

ჩვენი ამოცანებია:

  • მოქნილი და ინდივიდუალური ტურების ორგანიზება
  • ტურების დიდ არჩევან და საუკეთესო ფასებ
  • საიტის საშუალებით  ტურის არჩევისა და შეძენის პროცეს მომხმარებლებისთვი მაქსიმალურ კომფორტშექმნ
  • ჩვენი მენეჯერების მაღალკვალიფიციური დახმარება მომხმარებლისთვი ტურის არჩევის ოს 
  • ნებისმიერი სირთულის ტურის მაღალხარისხიანად და უსაფრთხოდ განხორციელება, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ გარემოში, გაწერილი ვადების  შესაბამისად       
  • ტურების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტებით განხორციელების უზრუნველყოფპროფესიონალი, კვალიფიციური გიდების მომსახურებით.

 

იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და შეიცანით საქართველო!




ბანერი

საქართველო და კავკასიონი, დოკუმენტური ფილმი

13 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს შესახებ

აბანოს უღელტეხილი, საქართველო - კავკასიის უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი (2,950 მეტრი)



ASM © 2016